Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იუწყება, რომ ირანის რეაქტორში საწვავს 21 აგვისტოს ჩატვირთავენ


რუსეთის ბირთვულმა კორპორაციამ განაცხადა დღეს, რომ 21 აგვისტოს დაიწყებს ირანის ბირთვულ რეაქტორ ბუშერში საწვავის ჩატვირთვას. „როსატომის“ წარმომადგენლის, სერგეი ნოვიკოვის თქმით, ისლამურ რესპუბლიკაში პირველი ბირთვული ელექტროსადგურის ამოქმედების გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არ გულისხმობს ამ დღეს სადგურის ამუშავებას. ირანმა დაადასტურა ცნობა. დასავლეთი კრიტიკულია ირანის პირველი ბირთვული სადგურის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის მიმართ. რუსეთი აცხადებს, რომ ბუშერი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს და არა-სამხედრო პროგრამას ემსახურება.
XS
SM
MD
LG