Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებები


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა მოთხოვა რუსეთს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს ეშტონმა დღეს განაცხადა მას მერე, რაც მოსკოვმა გამოაცხადა, რომ განათავსა რაკეტები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში. რუსეთმა ოთხშაბათს გაამხილა, რომ განათავსა "ეს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რათა აფხაზეთის და საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის საჰაერო თავდაცვა უზრუნველჰყოს. ეშტონის თანახმად, ევროკავშირი შეფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილების გამო, განათავსოს სისტემები აფხაზეთში „საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე“. ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ სისტემის განთავსება „ეწინააღმდეგება ექვსმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, რომელიც 2008 წელს დაიდო და ეს ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდის რისკს.
XS
SM
MD
LG