Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „ღრმადაა შეშფოთებული“ ირანში რელიგიური დევნის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ ირანის მთავრობის მოპყრობის გამო „ღრმადაა შეშფოთებული“. ბაჰაების შვიდ ლიდერს მიუსაჯეს ირანში 20 წლიანი პატიმრობა 8 აგვისტოს. ბაჰაები ირანის უდიდეს არამაჰმადიანურ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი ლიდერები 2008 წელს დააპატიმრეს და უცხოელთა სასარგებლოდ ჯაშუშობის, კორუპციის გავრცელების, ისლამის წინააღმდეგ ქმედების და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით გასამართლეს.
XS
SM
MD
LG