Accessibility links

logo-print

თსუ რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. ხუბუამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აკადემიური საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. ეს სხდომა უკავშირდება ბოლო დროს ხუბუას გარშემო ატეხილ სკანდალს ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანმაშრომლებმა ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს სამსახურეობრივ გულგრილობაში ეჭვმიტანილი, ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, თამარ ნემსიწვერიძე და ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები აღმოჩენილ იქნა უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. რამდენიმე დღის წინ ივანე გიორგი ხუბუამ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გიორგი ხუბუას განცხადებით, იყო ინფორმაციები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორი წიგნებს იპარავს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულები არიან უნიკალური წიგნების ბიზნესში. ხუბუამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა რომ მან თავად მიმართა სამართალდამცავებს წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG