Accessibility links

ნინო ბურჯანაძე: "ჩვენ კონფრონტაციაზე არ წავედით"


„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მისი პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. როგორც ბურჯანაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 12 აგვისტოს ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა მასა და მის თანაპარტიელებს, კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში შეხვედროდნენ დევნილთა ოჯახებს. ბურჯანაძის თქმით, სოფლის გზაზე მათ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, დახვდა 50-მდე პირი, რომლებმაც ჩასულთა ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს დაშავდა პარტიის მხარდამჭერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, რომელსაც ბრბოდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG