Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო ბრალს დებს მედვედევს თავისი გამოთქმების დამახინჯებაში


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის სიტყვები, თითქოს ლუკაშენკო „საზეიმოდ დაჰპირებოდეს“ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რაც, საბოლოოდ, არ შეასრულა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყოო, ამტკიცებს ლუკაშენკო. იყო საუბარი, რომლის დროსაც ბელორუსიის ლიდერმა თქვა, რომ მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. თუმცა, მედვედევს ჩამოუთვალა პრობლემები, რაც ამის გამო თავს იჩენს ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და თვით დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობაში. მაგრამ როდესაც ლუკაშენკომ მედვედევს ჰკითხა, მზად არის თუ არა რუსეთი, საკუთარ თავზე აიღოს ამ პრობლემების გადაწყვეტა, მოსკოვმა არ ისურვა პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებისთვის, რომლებიც მინსკის წინაშე იჩენდნენ თავს. მინსკის ოლქში სამუშაო გასვლისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მედვედევმა მათი საუბრიდან „არაკეთილსინდისიერად და უწესოდ ამოგლიჯა რაღაცები“.
XS
SM
MD
LG