Accessibility links

ნატოს თანახმად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მოკლულია 20-ზე მეტი ისლამისტი მეამბოხე


ნატოს თანახმად, ოცზე მეტი ისლამისტი მეამბოხე - მათ შორის არაბი, ჩეჩენი და პაკისტანელი მებრძოლები - იქნა მოკლული ნატოსა და ავღანეთის ჯარების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც თალიბანის ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია. შეერთებული შტატები ამ ჯგუფს, ჰაყანის, რომელსაც ჯალალუდინ ჰაყანი და მისი ვაჟი სირაჯუდინი ხელმძღვანელობენ, თალიბების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქსელად მიიჩნევს. ოპერაცია 11 აგვისტოს დაიწყო პროვინცია პაქტიის ოლქ ზადრანში, რომელიც პაკისტანის საზღვრის პირას მდებარეობს.
XS
SM
MD
LG