Accessibility links

logo-print

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსის სულ ცოტა ათი მგზავრი მოკლეს


პაკისტანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სამგზავრო ავტობუსს და მოკლეს სულ ცოტა ათი ადამიანი. ინციდენტი ღამით მოხდა ააბ-ე-გუმის რეგიონში, ნავთობითა და გაზით მდიდარი ბელუჯისტანის დედაქალაქ ყუეტიდან 75 კილომეტრზე. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 35-მა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა ავტობუსი, იარაღის მუქარით ჩამოიყვანა მგზავრები და ათი მათგანი დახვრიტა. ავტობუსი აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორიდან მიემგზავრებოდა ყუეტაში. ყველა მოკლული პანჯაბურენოვანი პაკისტანელი იყო. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
XS
SM
MD
LG