Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადში ორი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა


დღეს ბაღდადში ორი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. პირველი ინციდენტის შემთხვევაში მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებულმა მეამბოხეებმა მოკლეს ორი პოლიციელი, რომლებსაც საპატრულო ავტომობილში ეძინათ ბაღდადის შიიტური რაიონის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის წინ. თავდამსხმელებმა საპატულო ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ნახევარი საათის შემდეგ ბაღდადის სხვა შიიტურ კვარტალში, საკონტოლო-გამშვებ პუნქტთან მოძრავი ავტომანქანიდან ესროლეს კიდევ ორ პოლიციელს. საპასუხო ცეცხლით მოკლულია ერთი მეამბოხე და ორი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG