Accessibility links

ობამა: მექსიკის ყურის სანაპირო გახსნილია მეწარმეთათვის და უსაფრთხოა ტურისტებისთვის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ფლორიდას ესტუმრა, განაცხადა, რომ მექსიკის ყურის სანაპირო გახსნილია მეწარმეთათვის და უსაფრთხოა ტურისტებისთვის. მექსიკის ყურეში ნავთობის პლატფორმაზე 20 აპრილს კატასტროფა მოხდა. დაიღუპა 11 ადამიანი. ჭაბურღილიდან ნავთობი რამდენიმე თვის განმავლობაში იღვრებოდა წყალში. ობამამ აღნიშნა, რომ მექსიკის ყურეში ნავთობი აღარ იღვრება, მაგრამ ამერიკის მთავრობა და შესაბამისი უწყებები განაგრძობენ მუშაობას, სანამ ზარალი გამოსწორდებოდეს. ოფიციალურ პირთა თანახმად, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა 15 ივლისს შეწყდა, როცა ნავთობკომპანია BP-მ დამცველი ხუფი მოათავსა დაზიანებულ ჭაბურღილზე. როგორც ვარაუდობენ, ყურეში დაახლოებით ხუთი მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა.
XS
SM
MD
LG