Accessibility links

logo-print

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს გლოვა გამოაცხადა ერთი კვირის წინათ მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო


ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს გლოვა გამოაცხადა ცენტრალური ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია განსუს რამდენიმე სოფელში ერთი კვირის წინათ მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. უკანასკნელ დრომდე აცხადებდნენ, რომ დაიღუპა ათასორასი ადამიანი. მაგრამ დღეს უცხოურ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ სტიქიურ უბედურებას შესაძლოა ორიათასამდე ადამინი ემსხვერპლა, ვინაიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსასამდე ადამიანის პოვნის შანსი მინიმალურია.
XS
SM
MD
LG