Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს ჩავიდა უპრეცედენტო წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანში


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს ჩავიდა პაკისტანში რათა ნახოს, თუ როგორ ხდება წყალდიდობით დაზარალებული მილიონობით ადამიანის უზრუნველყოფა სურსათითა და ღამის სათევით. როგორც ქვეყანაში ჩასვლისთანავე განუხადა მან ჟურნალისტებს, ის პაკისტანში ჩამოვიდა, რათა ხალხს უთხრას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მათთანაა ამ მძიმე დროს. პაკისტანის პრემიერ-მინსტრ იუსეფ რაზა გილანის თქმით, სავარაუდოდ 20 მილიონამდე ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი - დაზარალდა წყალდიდობის შედეგად. ხელისუფლებამ გააუქმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ყველა ღონისძიება.
XS
SM
MD
LG