Accessibility links

იტყობინებიან, რომ მოსკოვში მილიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა


დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილიციამ მოსკოვში, ტრიუმფის მოედანზე სერგეი მახნატკინის დასაცავი არასანქციონირებული აქციის ჩატარების მცდელობისთვის ორი ადამიანი დააკავა. მოედანზე ოპოზიციის ათი აქტივისტი შეიკრიბა. ორშაბათს, როგორც მოსალოდნელია, მოსკოვის ქალაქის სასამართლო განიხილავს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ორიწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯა 56 წლის მახნატკინს. ის გაასამართლეს მილიციაზე თავდასხმის ბრალდებით ტრიუმფის მოედანზე 31 დეკემბერს ჩატარებული საპროტესტო აქციისას. თავად მახნატკინი აცხადებს, რომ შემთხვევით მოხვდა მოედანზე და თვითონ იქნა ნაცემი მილიციის მიერ, როცა დაკავებულ ქალს გამოექომაგა.
XS
SM
MD
LG