Accessibility links

logo-print

ირანი ურანის გამდიდრების მესამე ობიექტის აშენებას იწყებს


ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2011 წლის დასაწყისში დაიწყებს ურანის გამამდიდრებელი მესამე ობიექტის მშენებლობას. ირანის წარმომადგენელი ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ დასრულდა ურანის გამამდიდრებელი 10 ახალი ობიექტისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი და ერთ-ერთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2011-ის მარტამდე დაიწყება. ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს ქალაქ ნატანცში მდებარე ობიექტზე და ახლა თეირანის სამხრეთ-დასავლეთით, ფორდოში მეორე ობიექტს აშენებს.
XS
SM
MD
LG