Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ პეტრეუსის აზრით ავღანეთიდან გამოსვლის დაწყების თარიღის დასახელება ნაადრევია


დევიდ პეტრეუსი, აშშ-ის არმიის გენერალი, ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების სარდალი აცხადებს, რომ ავღანეთის ომში გარკვეული პროგრესის ნიშნები არის, თუმცა, კვლავაც არ არის ნათელი შესაძლებელი იქნება, თუ არა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დასახული ამოცანის შესრულება - 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოყვანის დაწყება. ამერიკული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტრეუსმა განაცხადა, რომ თალიბანის მეომრებთან ბრძოლის პროცესი ცვალებადია და ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, რამდენად წარმატებული იქნება ის. თუმცა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ”ლოს ანჯელეს ტაიმსს” განუცხადა, რომ ”არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ იმას, რომ აშშ ჯარის გამოყვანის დაწყებას 2011 წლის ივლისში აპირებს”.
XS
SM
MD
LG