Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ჭანიშვილი


გია ჭანიშვილი, არქიტექტურის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე

გია ჭანიშვილი, არქიტექტურის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე

16 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო არქიტექტურის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი. საუბარი თბილისსა და მის იერსახეს მიეძღვნა, მთავარი კითხვა კი ასე ჟღერდა: როგორ შეიძლება ვიზრუნოთ თბილისზე ისე, რომ შევინარჩუნოთ მისი ისტორიული თვითმყოფადობა?

"პირველ რიგში, აუცილებელია კეთილი ნება იმისთვის, რომ საქმე გამოგვივიდეს. და ეს ნება უნდა მოდიოდეს როგორც ხელისუფლების, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც. თბილისის განაშენიანების დაცვა საკმაოდ რთული პროცესია. ვერც ერთ ქალაქში და ვერც თბილისში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება შენარჩუნებული 1500-წლოვანი განაშენიანება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაშენიანების შენარჩუნებისათვის არის ის, რომ გავაცნობიეროთ, რომ ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ის ვითარდება და ამ პირობებში შევძლოთ იმ განაშენიანების ზღვრის დანახვა, რისი შენარჩუნებაც უნდა მოვახერხოთ. არ შეიძლება, ქალაქი იყოს გაყინული, როგორც მუზეუმი და შენობები შენარჩუნებული იყოს აბსოლუტურად შეუცვლელი სახით და სამუზეუმო კლიმატში. მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ ქალაქის თანამედროვე განაშენიანება მოხდეს თანდათანობით, ევოლუციურად, ისე, რომ არ ეტყობოდეს ქალაქს ახალი, უცხო სხეულები", - აღნიშნავს გია ჭანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
XS
SM
MD
LG