Accessibility links

მილიონობით პაკისტანელი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება


3,5 მილიონი პაკისტანელ ბავშვს წყლით გამოწვეული სასიკვდილო დაავადებები ემუქრება - განაცხადა დღეს გაეროს წარმომადგენელმა მაურიციო ჯულიანომ. მან თქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მზადაა 140 ათასამდე ადამიანს დაეხმაროს ქოლერის ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე უფრო აშფოთებთ „წყალი და ჯანმრთელობა“. პაკისტანის წყალმომარაგების სისტემა კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაბინძურდა. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის თქმით კატასტროფამ სულ 20 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.
XS
SM
MD
LG