Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია განახლდა


თბილისის მერიასთან განახლდა გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილენიც გარევაჭრობის უფლებას მოითხოვენ. მათ მერიას გადასცეს კონსერვატიულ პარტიასთან ერთად მომზადებული განცხადება და მუნიციპალიტეტს გარევაჭრობის რეგულირების წინადადებები შესთავაზეს. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გარევაჭრობა მსოფლიოში მიღებული ფორმაა, რისთვისაც ქალაქების მუნიციპალიტეტები განსაზღვავენ სპეციალურ ადგილებს, სადაც ყველა შესაბამისი ნორმა დაცულია. დღევანდელ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ახალგაზრდული მოძრაობის "არა"-ს წარმომადგენლები, რომლებმაც გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG