Accessibility links

დევნილები კომპენსაციას და ალტერნატიულ ფართს ითხოვენ


დევნილებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ თბილისის რამდენიმე შენობიდან ისე გამოასახლეს, რომ არც კომპენსაცია მიუღიათ და არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებიათ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები შეიყვანეს სამინისტროს შენობაში, სადაც განუცხადეს, რომ ალტერნატიული ფართებით მათი დაკმაყოფილების საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG