Accessibility links

logo-print

აფხაზეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სწავლება დაიწყო


ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სწავლება დაიწყო თემაზე: სრული საბრძოლო მზადყოფნა და თავდაცვითი მოქმედებების დაგეგმვა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ანქვაბმა სააგენტო აფსნიპრესს განუცხადა, რომ წვრთნა ხელს შეუწყობს სამხედრო კომისარიატებისა და სარეზერვო ნაწილების სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლებას. აფხაზური არმიის სწავლება 27 აგვისტოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG