Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი


მეორე დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ. კვირას საღამოს ის ბათუმში შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დღეს კი, მასთან ერთად ანაკლიაში გაემგზავრება. მოლდავეთში, ამ ზაფხულს მომხდარი წყალდიდობის გამო, სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ასზე მეტი მოზარდი ამჟამად ანაკლიაში ისვენებს.
XS
SM
MD
LG