Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბერძნეთის ყოფილი დიქტატორი


დღეს, 87 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა საბერძნეთის ყოფილი დიქტატორი დიმიტრიოს იოანიდისი. იოანიდისი ხელმძღვანელობდა 1967 წლის სამხედრო გადატრიალებას საბერძნეთში და შემდეგ „შავი პოლკოვნიკების“ დიქტატურის დამყარებას, რომელიც 1974 წელს დაამხეს. 1973 წელს, როდესაც იოანიდისი საბერძნეთის სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა, მან ათენის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების დიდი აქცია ჩაახშო. დიქტატურის დამხობის შემდეგ იოანიდისი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატისთვის, თუმცა შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
XS
SM
MD
LG