Accessibility links

logo-print

ერაყის პარტიებმა კოალიციურ პარტიებზე მოლაპარაკება შეწყვიტეს


ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აიად ალაუიმ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას მეთაურობს, განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს ამჟამინდელ პრემიერ ნური ალ მალიკისთან. ალაუის წარმომადგენლის განცხადების ამის მიზეზი გახდა ალ მალიკის სიტყვები - მან ალაუის პარტიას „სუნიტური ბლოკი“ უწოდა. ალაუის წარმომადგენელმა თქვა, რომ პარტია გახლავთ არა „სუნიტური ბლოკი“, არამედ „ნაციონალური პროექტი“ და პრემიერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG