Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ ჟორდანია ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი, ხოლო წარსულში ამ კლუბის მოთამაშე მერაბ ჟორდანია ჰოლანდიის ქალაქ არნჰემის "ვიტესის" პრეზიდენტი გახდა. "ვიტესისის" ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ჟორდანიას მფლობელობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ჟორდანია კლუბის 100%-იანი მფლობელი გახდა. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ჟორდანიამ განაცხადა, რომ მას აქვს ამბიცია, უახლოესი სამი წლის განმავლობაში „ვიტესი“ ჰოლანდიის ლიგის ჩემპიონი გახდეს. საქართველოში ჟორდანია ორჯერ (2004 და 2005 წლებში) იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის გადასახადების გადახდის თავიდან აცილების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG