Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუმინელი დიპლომატი


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა რუმინეთის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი გაბრიელ გრეკუ, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთის სპეცსასმახურის ინფორმაციით, გრეკუ „სამხილით“ დააკავეს იმ დროს, როდესაც ცდილობდა საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიღებას რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქისაგან. ამ ფაქტზე რუმინეთის საელჩოს მოსკოვში კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა გრეკუ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მას 48 საათი მისცა, რათა დატოვოს რუსეთის ტერიტორია.
XS
SM
MD
LG