Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის საელჩო ტრადიციულ იაპონურ თოჯინებზე ლექციას გამართავს


იაპონიის საელჩო საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულ იაპონურ თოჯინებზე დღეს ლექციას ჩაატარებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” იაპონიის საელჩოდან აცნობეს, ლექციას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა და ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ლექციას იაპონიიდან სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მიკა მორი წაიკითხავს. იგი ტრადიციული იაპონური თოჯინების სპეციალისტია და მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, ახალდაარსებულ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში ჩატარდება. 2009 წლის ოქტომბერში თბილისში ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენა მოეწყო, რის შემდეგაც ქართულ საზოგადოებაში იაპონური კულტურის მიმართ ინტერესი გაიზარდა. იაპონიის საელჩო ზაფხულის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე კულტურულ ღონიძიებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG