Accessibility links

logo-print

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგს ”სასწაულს” უწოდებენ


კოლუმბიის ოფიციალური წარმომადგენლები, ”საოცრებას” უწოდებენ იმ ფაქტს, რომ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სადაც 130 ადამიანი იმყოფებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. კოლუმბიაში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ბოგოტადან საკურორტო კუნძულ სან-ანდრესზე მიფრინავდა. დაშვებისას ხომალდი ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ჩამოვარდა, რის გამოც ნაწილებად დაიშალა. უბედური შემთხვევის მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება. სან-ანდრესზე ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარი იყო.

XS
SM
MD
LG