Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ავღანელი წყვილი ღალატისათვის ქვით ჩაქოლეს


როგორც ჩრდილოეთ ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან, თალიბებმა, ბაზრის ცენტრში, საჯაროდ ჩაქოლეს ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ბრალი ღალატში ედებოდათ. გოგონაც და ვაჟიც 20 წლისანი იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ვაჟი ან დანიშნული იყო ან ქორწინებაში იმყოფებოდა სხვა ქალთან. გოგონა კი დანიშნული იყო სხვა მამაკაცზე. რამდენიმე ხნით ადრე დასავლეთ ავღანეთში, თალიბებმა სახალხოდ სცემეს და შემდეგ მოკლეს ფეხმძიმე ქვრივი, რომელსაც ბრალად ასევე ღალატი წაუყენეს.

XS
SM
MD
LG