Accessibility links

logo-print

Nokia Siemens- ს ირანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო უჩივიან


მერილენდში არსებული იურიდიული ფირმა, რომელიც ირანელი დისიდენტის ინტერესებს იცავს, შეერთებული შტატების სასამართლოში უჩივლა Nokia Siemens. მოსარჩელეთა თანახმად, ფირმა ირანის მთავრობას ამარაგებდა ტექნოლოგიით, რომლითაც თეირანი თვალთვალს და ზეწოლას ახდენს საკუთარ მოქლაქეებზე. მერილენდის იურიდიული ფირმა Moawad & Herischi აცხადებს, რომ დისიდენტი იზა შაჰარკიზი გასული წლის ზაფხულის არეულობებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, მისი მობილური ტელეფონის მოსმენით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც Nokia Siemens -ის ტექნოლოგიის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG