Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სასმელი წყლის პრობლემა ვაქირში


ვაქირი კახეთში ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, სადაც სასმელი წყლის პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. სოფელში, სადაც 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას დღემდე ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ, მრავალი დაპირების მიუხედავად, სოფელში არაფერი იცვლება.

მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებას მათი სოფელი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე კი აღარავინ ფიქრობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი ირწმუნებიან, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ ვაქირში სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ზედელაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

”ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 27 482 ლარი, მიმდინარეობს სამუშაოები”, - აცხადებს ზედელაშვილი.

ვაქირელები კი ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გასულ წელსაც გამოიყო, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა.

ვაქირში იმასაც ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა ამჯერადაც არ მოგვარდა და ადგილობრივი ხელისუფლების დანაპირები კვლავაც არ შესრულდა, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
XS
SM
MD
LG