Accessibility links

logo-print

კოსოვო EBRD-ს წევრი გახდება


კოსოვოს ფინანსთა მინისტრი აჰმატ შალა აცხადებს, რომ გასულ თვეში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დასკვნა კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გზას უხსნის კოსოვოს ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის 5 სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა, ევროკომისარი ეკონომიკისა და მონეტარულ საკითხებში ოლი რენი აცხადებს, რომ ევროკომისია მხარს უჭერს კოსოვოს EBRD-ში გაწევრიანებას. რენმა აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკომისია სულ მალე გამოყოფს 30 მილიონ ევროს ტრანშს კოსოვოს დასახმარებლად. კოსოვო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი გახდა 2009 წელს.
XS
SM
MD
LG