Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ხათუნა ხაჟომია


ხათუნა ხაჟომია, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი

ხათუნა ხაჟომია, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი

18 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია. თითქმის ერთი თვე რჩება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საუბრის თემა კი იმ პრობლემას მიეძღვნა, რომლებსაც პირველკლასელთა არც თუ მცირე ნაწილი, მათი მშობლები და პედაგოგები აწყდებიან. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს სკოლის შიში და შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება? ”არსებობს 6 წლის ასაკის კრიზისი, რომელიც სწორედ სკოლასთან არის ასოცირებული, რადგან ძალიან იცვლება ბავშვის გარემო და თუკი ბავშვი არ არის წინასწარ მომზადებული და არ აქვს ჩამოყალიბებული გარკვეული უნარები, რაც გაუადვილებს სკოლაში არსებობას, მას სერიოზული პრობლემები ექმნება. ეს არის სტრესი, რამაც შეიძლება ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს, რაც საკმაოდ ხშირია პირველ კლასელთა შორის. რა საფუძვლით შევა ბავშვი სკოლაში, როგორ განვითარდება ის ინტელექტუალურად თუ ფსიქოლოგიურად, ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სამომავლოდ”, - ამბობს ხათუნა ხაჟომია.
XS
SM
MD
LG