Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა ოთარ ხეცია


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დაინიშნა ოთარ ხეცია, რომელიც მანამდე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური იყო შარშანდელი სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხში სერგეი ბაგაფშთან უთანხმოების გამო, ეს თანამდებობა დატოვა სტანისლავ ლაკობამ.
XS
SM
MD
LG