Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზა 2044 წლამდე იმოქმედებს


სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის დისლოცირების ვადა 2044 წლამდე გაგრძელდება. ახალ შეთანხმებას ერევანი და მოსკოვი ხელს მოაწერენ სომხეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას, რომელიც ხვალ იწყება. 1995 წლის ხელშეკრულებით, რუსეთის ბაზა სომხეთში 25 წლით, 2020 წლამდე განთავსდა. ტელეკომპანია „როსიასთან“ ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმებით, გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის არმიასთან ერთად დაიცავს რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ნალბანდიანის თქმით, რუსეთი ხელს შეუწყობს თანამედროვე შეიარაღებით სომხეთის უზრუნველყოფასაც. გიუმრის სამხედრო ბაზაზე 3000-მდე რუსი სამხედრო მსახურობს.
XS
SM
MD
LG