Accessibility links

logo-print

პურის ფასი და ხორბლის წარმოების პრობლემები საქართველოში


საქართველოში ხორბლის უმთავრესი იმპორტიორი კომპანიის ”აგრიკომის” ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი და ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა

საქართველოში ხორბლის უმთავრესი იმპორტიორი კომპანიის ”აგრიკომის” ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი და ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა

ქართველი იმპორტიორები ხორბლის რუსეთიდან შემოტანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი რუსეთში გვალვის გამო ხორბლის ცუდი მოსავალია. პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთიდან ხორბლის გატანა შეჩერდა. ხორბალი გაძვირდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოში? არის თუ არა მოსალოდნელი ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი, რომელი ქვეყნებიდან შემოტანილი ხორბალი ჩაანაცვლებს რუსულს, ხორბლის რა მოსავალი იყო წელს საქართველოში, და რაც მთავარია, გაიზრდება თუ არა და რამდენად, პურის ფასი? ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან - საქართველოში ხორბლის უმთავრესი იმპორტიორი კომპანიის ”აგრიკომის” ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი და ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. საუბარს მარინა ვაშაყმაზე უძღვება.
XS
SM
MD
LG