Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში აღიმართა ლენინის ძეგლი


საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს საზეიმოდ აეხადა საბურველი ლენინის ძეგლს. რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის ბელადის ქანდაკება დამზადებულ იქნა მონპელიეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ჟორჟ ფრეშის დაკვეთით. მისი სახელი უკავშირდება არაერთ სკანდალურ გამონათქვამსა თუ საქციელს. ფრეშის თქმით, მას განზრახული აქვს, ქალაქი „მეოცე საუკუნის სხვა გამოჩენილ ლიდერთა“ ქანდაკებებით დაამშვენოს. მათ შორის არიან უინსტონ ჩერჩილი, შარლ დე გოლი, მაჰათმა განდი, მაო ძედუნი, ნელსონ მანდელა და სხვები. თითოეული ქანდაკების ღირებულება 200 ათას ევროს აღწევს.
XS
SM
MD
LG