Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა ავღანეთის, პაკისტანისა და ტაჯიკეთის ლიდერებს


რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში გაიმართა რუსეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ტაჯიკეთის ლიდერთა შეხვედრა. ეს ამ ფორმატით ჩატარებული მეორე სამიტია. პირველად ხსენებული ოთხეული შარშან ივნისში, დუშანბეში შეიკრიბა. ოთხმხრივი შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ცალკე შეხვდა თავის ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის. მედვედევმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ მოსკოვი განაგრძობს ქაბულის მხარდაჭერას ტერორიზმთან და ნარკოსაფრთხესთან ბრძოლის საქმეში. მედვედევის თქმით, „რუსეთი, ცხადია, მხარს უჭერს ავღანეთის ძალისხმევას, მიმართულს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის აღდგენისა და იმ სირთულეების დაძლევისკენ, რომელთა მოწმენი ბოლო წლებში გავხდით. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ავღანეთის მთავრობის ბრძოლას ტერორიზმთან და მზად ვართ, ამ საკითხში მას ყოველგვარი დახმარება აღმოვუჩინოთ.“ პაკისტანის პრეზიდენტთან ასიფ ალი ზარდარისთან შეხვედრისას, მედვედევმა მას სამძიმარი გამოუთქვა პაკისტანში, წყალდიდობის შედეგად, 1600-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს პაკისტანს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის პროცესში.
XS
SM
MD
LG