Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას ეკუთვნოდა


სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც დღეს, გამთენიისას ჩამოვარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას ეკუთვნოდეს. ასეთ ცნობას ავრცელებს ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო სინჰუა. ოფიციალური მონაცემებით, საუბარია საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებელ მიგ-15-ზე. ასეთ თვითმფრინავებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალები საწვრთნელი ფრენებისთვის ხმარობს. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იონჰაპი იუწყება, რომ პილოტს, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა სურდა. მფრინავის ბედზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
XS
SM
MD
LG