Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და ნატოს ძალებმა იერიში მიიტანეს თალიბების მიერ მოწყობილ საიდუმლო ციხეზე


ავღანეთიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნისა და ნატოს ძალებმა იერიში მიიტანეს ჰელმანდის პროვინციაში, თალიბების მიერ მოწყობილ საიდუმლო ციხეზე, რის შედეგადაც 27 პატიმარი გაათავისუფლეს. ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულ იქნა 13 პირი, მათ შორის ხუთი პატიმარი. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მუსა ყალის რაიონში მდებარე საიდუმლო ციხეში თალიბებს დაკავებული ჰყავდათ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოტაცებული მუშაკები და მთავრობასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები. ნატოს ძალების სარდლობამ დაადასტურა იერიშის ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ 13-ივე მოკლული მეამბოხეა და სამოქალაქო პირები არ დაშავებულან. ნატოს განცხადების თანახმად, გათავისუფლებულ პატიმრებს ციხეში აწამებდნენ.
XS
SM
MD
LG