Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სომხეთში თავის სამხედრო როლს გაზრდის


რუსეთი სომხეთში სამედრო ბაზას 2044 წლამდე დატოვებს და ახალ როლს აიღებს ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საქმეში - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ედვარდ ნალბანდიანმა თქვა, რომ სამხედრო ბაზისათვის ვადის გაგრძელება მრავლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც ამ კვირას, რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ვიზიტისას მოეწერება ხელი. მან რუსულ სატელევიზო არხს განუცხადა, რომ სომხეთში მყოფი რუსეთის 3 ათასამდე სამხედროს მისია განახლდება და რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის გარდა შეიცავს სომხეთის შეარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას სომხეთის უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG