Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი დატოვა აშშ-ის ბოლო სამხედრო შენაერთმა


ამერიკის შეერთებული შტატების უკანასკნელმა სამხედრო შენაერთმა დატოვა ერაყი. ჯავშანმანქანებმა უკვე გადაკვეთეს ქუვეითის საზღვარი. შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსათვის გეგმავს, მთლიანად დაასრულოს სამხედრო საქმიანობა ერაყში. თუმცა, ერაყში, მომავალი წლის ბოლომდე დარჩება 50 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ფილიპ კროულის განცხადებით, ამერიკელთა მოღვაწეობა ერაყში გრძელდება, თუმცა, როგორც კროული განმარტავს, რომ მათს საქმიანობა ამიერიდან ექნება არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ხასიათი.

XS
SM
MD
LG