Accessibility links

logo-print

გაეროს წევრი ქვეყნები პაკისტანის დასახმარებლად მსოფლიოს მიმართავენ


პაკისტანში სიტუაცია კვლავ რთულდება. როგორც ბი ბი სი იტყობინება, წყალდიდობამ ქვეყნის სამხრეთით, მდინარე ინდის გასწვრივ ინაცვლებს. დატბორილ სოფელთა და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის რიცხვი მატულობს. დახმარების მოწოდებით მიმართა რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ სრულიად საზოგადოებას. როგორც გაერო იტყობინება, მან უკვე მოიზიდა 460 მილიონი დოლარის ნახევარი, რაც პირველადი დახმარებისათვის არის საჭირო. ევროკავშირი თითქმის ორჯერ გაზრდის პაკისტანისათვის განკუთვნილი დახმარების რაოდენობას. ნაცვლად 40 მილიონისა, პაკისტანის დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოიყოფა. დღესვე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას პაკისტანის დასახმარებლად. 36 გამომსვლელი, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მისი პაკისტანელი კოლეგა შა მეჰმუდ ქურეში და მათი კოლეგები ბელგიიდან, კანადიდან და დანიიდან სიტყვით გამოვლენ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოკლედ გააცნობს დამსწრე საზოგადოებას პაკისტანში ვიზიტი შედეგებსა და 20 მილიონი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობას.

XS
SM
MD
LG