Accessibility links

logo-print

რუსეთი, პაკისტანი და ავღანეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ


რუსეთის, პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტები რეგიონულ სამიტზე შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ოთხმხრივ სამიტზე, სადაც ტაჯიკეთიც მონაწილეობდა შემუშავდა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენები რუსეთიდან, პაკისტანიდან და ტაჯიკეთიდან შეძლებენ დაეხმარონ ავღანეთს ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რომელიც ასევე მოიცავს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებსაც. როგორც განცხადებაში აღნიშნული, პრიორიტეტი მიენიჭება სალანგის გვირაბს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ავღანეთს, ნავთობისა და გაზის პროექტებს, ქვეყნის ჩრდილოეთით, ელექტროსადგურის მშენებლობას მაზარ ი შარიფში და სამშენებლო ქარხანას ქაბულში.

XS
SM
MD
LG