Accessibility links

logo-print

გარემოვაჭრეები პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გამართავენ


გარემოვაჭრეები დღეს პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გამართავენ. "კონსერვატიული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადეით, აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაიწყება და მსვლელობით მერიასთან დასრულდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, ვარაუდობს, რომ დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება, აქციაზე ბევრი ხალხი მივა და საჭირო გახდება ქუჩების გადაკეტვა. ამ მიზნით, ჩხარტიშვილმა ორი დღის წინ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ყველა გარემოვაჭრეს მოუწოდა აქციაზე ორ-ორი კოლეგა წამოიყვანონ. ჩხარტიშვილის თქმით, მსვლელობა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან დაიწყება, მოეწყობა ფეხით მსვლელობა თბილისის მერიის მიმართულებით, რის გამოც გადაიკეტება პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ქუჩები, წამებულის გამზირის ნაწილი, ბარათაშვილის ხიდი, რუსთაველის გამზირი და კოსტავას გამზირი.

XS
SM
MD
LG