Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ბოშათა დეპორტაციას იწყებს


საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, დღეიდან რუმინეთსა და ბულგარეთში საფრანგეთში არალეგალურად მცხოვრები 700 ბოშის დეპორტაცია იწყება. ის 79 ბოშა, რომლებიც დათანხმდნენ ქვეყანა საკუთარი ნებასურვილით დაეტოვებინათ, კომპენსაციის სახით 383 ამერიკულ დოლარს მიიღებს. დეპორტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებითვე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში იგეგმება ბოშათა 300 არალეგალური დასახლების ლიკვიდაცია.

XS
SM
MD
LG