Accessibility links

logo-print

”მეორედ დევნილები” ფოცხოეწერში


ოთხი თვის ლუკას უკვე 13 დღეა იატაკზე ძილი უწევს.

ოთხი თვის ლუკას უკვე 13 დღეა იატაკზე ძილი უწევს.

აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც თბილისში, ისნის სამხედრო ჰოსპიტალისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მთავარი შტაბის ყოფილ შენობებში ცხოვრობდნენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაასახლა.

სოხუმიდან, ოჩამჩირიდან და გალიდან დევნილი 18 ოჯახი უკვე კვირაზე მეტია საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.

დედაქალაქიდან იძულებით ჩამოყვანილებს ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში განუმარტეს, რომ ფოცხოეწერში საარსებოდ ყველა პირობა ექნებოდათ, თუმცა მათი დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

ჩამოთვილ პრობლემებს უმთავრესი - უმუშევრობა დაემატა. არადა, დევნილები ამბობენ, რომ თბილისში ოჯახებს ვაჭრობით არჩენდნენ, რაც მოსახლეობისგან დაცარიელებულ ფოცხოეწერში უპესპექტივოა. სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე მგზავრობა კი 5 ლარი ღირს.

გალიდან დევნილი მირანდა ღუბელაძე, რომელიც დღედღეზე შვილის დაბადებას ელოდება, ამბობს, რომ მშობიარობისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ გააჩნია.

უკვე 13 დღეა იატაკზე ძილი უწევს ოთხი თვის ლუკას, რომელიც ოროთახიან ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობს. ირუ ავალიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებამ უკვე მეორედ დევნილებს დროული მატერიალური დახმარება არ აღმოუჩინა, არსებულ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელ ფოცხოეწერში დევნილებისთვის გამოყოფილი კიდევ რამდენიმე კომპაქტური შენობაა, სადაც ახალ მობინადრეებს თბილისიდან უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG