Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ლიდერზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლამ


მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ კმაყოფილია საქართველოში თავისი ამასწინანდელი ვიზიტით. რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურთან ინტერვიუში გიმპუმ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი საქართველომ მოახერხა, თავისი ეკონომიკის შვიდპროცენტიანი ზრდისთვის მიეღწია. მოლდავეთის ლიდერზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საქართველოს წარმატებებს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. „მათი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამჭვირვალე შენობაშია მოთავსებული. ის მინის არის. ასე რომ, თუ პოლიციამ შვილი დაგიპატიმრა, მშობელს შეგიძლია მიხვიდე და გარედან შეხედო, როგორ ექცევიან შენს შვილს. ქრთამის აღებისა თუ მიცემის საშუალებაც აღარ არსებობს. ამ შენობაში ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. განყოფილების ხელმძღვანელს ცალკე ოთახიც კი არა აქვს. ყველა ერთად ზის, ყველაფერი გამჭვირვალეა. უფროსი თავის ხელქვეითებთან ერთად მუშაობს“, განაცხადა მიჰაი გიმპუმ ჩვენი რადიოს მოლდავურ სამსახურთან ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG