Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირიენკო: „ირანს უნდა მიეცეს უფლება, მშვიდობიანი მიზნებით გამოიყენოს ბირთვული ენერგია“


რუსეთის ატომური ენერგეტიკის უწყების, „როსატომის“ ხელმძღვანელის სერგეი კირიენკოს განცხადებით, ირანის პირველი ბირთვული ელექტროსადგური დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყანას უნდა მიეცეს უფლება, მშვიდობიანი მიზნებით გამოიყენოს ბირთვული ენერგია. 21 აგვისტოს რუსეთმა ბირთვული საწვავის ჩატვირთვა უნდა დაიწყოს ირანის ქალაქ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში. კირიენკოს თქმით, ბუშერის ატომური ელექტროსადგური ადასტურებს, რომ რუსეთი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აქამდე ირანს არაერთხელ გაუკრიტიკებია მოსკოვი იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი აგვიანებდა 1995 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულების მოცულობა ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG