Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთიდან გაძევებული პირველი ბოშები რუმინეთში ჩავიდნენ


რუმინელი ბოშების პირველი ჯგუფი დღეს ჩავიდა ბუქარესტში საფრანგეთიდან, რომლის მთავრობამ ქვეყნიდან ემიგრანტიების გაძევება დაიწყო მიუხედავად კრიტიკისა ქვეყნის შიგნით და უცხოეთში. ხელისუფლების ცნობით, დღეს 93 ბოშა გაფრინდა რუმინეთში საფრანგეთიდან, სადაც დაიწყო თვის ბოლომდე 700-მდე ბოშის რუმინეთსა და ბულგარეთში გაძევების გეგმის განხორციელება. 20 და 26 აგვისტოს კიდევ ასი ბოშის დეპორტაციაა დაგეგმილი. პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გასულ თვეში გასცა განკარგულება, დაეშალათ 300 ბოშის საცხოვრებელი ბანაკები, რაც ნაწილი იყო დამნაშავეობასთან წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ზომებისა.
XS
SM
MD
LG