Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა


სომხეთში დღეს ჩავიდა და ორდღიან ვიზიტს იწყებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც ერევანში გააფორმებს რუსეთსა და სომხეთს შორის ახალ ხელშეკრულებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც გაახანგძლივებს რუსეთის არმიის ყოფნას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანის თქმით, ხელშეკრულებით გაიზრდება რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთში 2044 წლამდე და ამასთან, სომხეთი მოსკოვისგან მიიღებს თანამედროვე შეიარაღებას. ეს აქტი იწვევს მეზობელი აზერბაიჯანის შეშფოთებას, რომელსაც ხანგძლივი კონფლიქტი აქვს სომხეთთან თავისი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გამო. მედვედევი შაბათ-კვირას დარჩება სომხეთში, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის არაოფიციალური სამიტი გაიმართება.
XS
SM
MD
LG